არტური: “ოცნება ამიხდა, რონალდუსთან ერთად ვითამაშებ”

“იუვენტუსის” ახალწვეულმა არტურ მელომ ტურინულ ბანაკში გადასვლის შესახებ კომენტარი გააკეთა. 

მე მქონია შესანიშნავ ფეხბურთელებთან თამაშის პრივილეგია, რონალდუსთან თამაში კი ოცნების ასრულებაა. 

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. მადლობას ვუხდი ჩემს ოჯახს, მენეჯერებს, ფაბიო პარატიჩის და ყველას, ვინც კლუბში მიმიღო.

ჯერჯერობით დეტალურად არ მისაუბრია მწვრთნელთან, თუმცა ვიცი, რომ მან უნიკალური ფეხბურთი ითამაშა, რომელიც განსხვავდებოდა ყველა დანარჩენისგან. ჩემთვის დიდი პატივია ასეთ მწვრთნელთან თამაში”, – თქვა ბრაზილიელმა ნახევარმცველმა.

არტური “ბარსელონაში” 2018 წლის ივლისში, გუნდიდან ანდრეს ინიესტას წასვლის შემდეგ, “გრემიოდან“, 72 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა და 72 შეხვედრაში 4 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა. მან ლა ლიგის და ესპანეთის სუპერთასის მოგებაც იზეიმა.

(347)

არტური: “ოცნება ამიხდა, რონალდუსთან ერთად ვითამაშებ”

სტატიის ავტორი
-