ბაკაიოკო ხელფასს იკლებს – ფრანგს ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს 

ლონდონის “ჩელსის” ნახევარმცველს ტიმუე ბაკაიოკოს კარიერის იტალიის ჩემპიონატში გაგრძელება სურს.

Calciomercato-ს ცნობით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ფრანგ ფეხბურთელს “მილანში” დაბრუნება სურს, სადაც ის 2018-19 წლებში იჯარის წესით თამაშობდა.

როგორც ირკვევა, 25 წლის ფეხბურთელს ყოფილ გუნდში დაბრუნება იმდენად სურს, რომ თანახმაა ხელფასიც კი შეიმციროს. ამჟამად, ბაკაიოკო 6 მილიონ ევროს იღებს, “როსონერიში” კი მას 3-4 მილიონ ს გადაუხდიან.

ბაკაიოკოს კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე ძალაშია. ამ სეზონში, მან 23 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(82)

ბაკაიოკო ხელფასს იკლებს – ფრანგს ყოფილ კლუბში დაბრუნება სურს 

სტატიის ავტორი
-