ბალოტელიმ სახეზე ანტირასისტული სვირინგი გაიკეთა (ფოტო)

იტალიელმა თავდამსხმელმა მარიო ბალოტელიმ სახეზე ახალი სვირინგი გაიკეთა. მან შუბლზე ანტირასისტული პროპაგანდის გამომხატველი ფრაზა – “შავი ძალა” დაიწერა.

ბალოტელიმ სახეზე ანტირასისტული სვირინგი გაიკეთა (ფოტო) 1

 

“ლივერპულის”, “მანჩესტერ სიტის” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა წინა სეზონი მშობლიურ “ბრეშაში” გაატარა. მას კლუბთან კონტრაქტი კიდევ 2 წლით აკავშირებდა, თუმცა სერია A-დან დაქვეითების შემდეგ, მხარეებმა ხელშეკრულების გაწყვეტა გადაწყვიტეს.

ბოლო პერიოდში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 30 წლის ფეხბურთელის დამატება თურქულ “ბეშიქთაშს” სურს.

(49)

ბალოტელიმ სახეზე ანტირასისტული სვირინგი გაიკეთა (ფოტო)

სტატიის ავტორი
-