ბექჰემს დოკუმენტური ფილმი სურს – ინგლისელი Netflix-თან მოლაპარაკებებს მართავს 

დევიდ ბექჰემი კომპანია Netflix-თან საკუთარ ცხოვრებსა და კარიერაზე დოკუმენტური ფილმის მომზადების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

ვეტერანი ფეხბურთელი ამ თემით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ამ კომპანიის მიერ, მაიკლ ჯორდანის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმების სერია – “უკანასკნელი ცეკვა” იხილა.

პარალელურად, 45 წლის ინგლისელის შესახებ ფილმის მომზადება Amazon-საც სურს, რომელიც ამ საკითხით თავად დაინტერესდა.

“მანჩესტერ იუნაიტედის”, მადრიდის “რეალის”, “მილანის”, “პსჟ-ს”, “ლოს ანჯელეს გალაქსის და ინგლისის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადამიანია. მაიამის “ინტერის” პრეზიდენტი გარდა ფეხბურთისა, სამოდელო და საქველმოქმედო საქმიანობითაცაა დაკავებული.

 

(15)

ბექჰემს დოკუმენტური ფილმი სურს – ინგლისელი Netflix-თან მოლაპარაკებებს მართავს 

სტატიის ავტორი
-