ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”

სულ ცოტა ხნის წინ, ტურინის “იუვენტუსის” მთავარ მწვრთნელად ამ კლუბის, “მილანის”, იტალიის ნაკრების და ფეხბურთის ლეგენდა ანდრეა პირლო დაინიშნა.

“ბებერი ქალბატონის” 42 წლის მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი თავისზე უმცროსი მეგობრის და ყოფილი თანაგუნდელის ახალ პოზიციას სახალისო პოსტით შეხვდა.

“ახლა მისტერი უნდა დაგიძახო?! წარმატებები ამ ახალ გამოწვევაში, ანდრეა”, – წერს ლეგენდარული გოლკიპერი Twitter-ში.

ვეტერანი იტალიელი ნახევარმცველი აგვისტოს დასაწყისში კლუბის სტრუქტურაში, 23-წლამდელთა გუნდის მწვრთნელად ისე დაინიშნა, რომ ახალ პროფესიაში გამოცდილება საერთოდ არ ჰქონია, რამდენიმე დღის და მაურიციო სარის დათხოვნის შემდეგ კი მას მთავარი გუნდი ანდეს.

(26)

ბუფონი პირლოს: “ახლა მისტერი უდნა დაგიძახო?!”

სტატიის ავტორი
-