დელ პიეროს ვერსია – რა სჭირდება იუვენტუსს?

ტურინის “იუვენტუსის” ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრაში “ბარსელონას” წინააღმდეგ გასამართი მატჩის წინ, თავისი ყოფილი გუნდის თამაშზე ისაუბრა.

პირლო ეძებს გამოსავლებს, ის სათამაშო სქემას მეტოქის ძალების მიხედვით არჩევს. “იუვენტუსს” თავდასხმის ხაზში უდიდესი პოტენციალი აქვს, განსაკუთრებით ფლანგებიდან კულუსევსკისთან და კიეზასთან ერთად.

ვფიქრობ, უკეთესი იქნება, თუ გუნდი 4-2-4 სქემით ითამაშებს, სადაც 2 ცენტრალური ნახევარმცველი იქნება. როცა გუნდს დიდი შემტევი პოტენციალი აქვს, მის განსავითარებლად 4-2-4 სქემა საუკეთესო შესაძლებლობაა.

კულუსევსკი მარჯვნივ არის, კიეზა მარცხნივ, ცენტრში კი დიბალას და რონალდუს ან დიბალასა და მორატას წყვილი უნდა დადგეს. ეს უნდა მოხდეს როგორც იტალიის ჩემპიონატში, ისე ჩემპიონთა ლიგაში”, – ციტირებს “ბებერი ქალბატონის” ვეტერანი ათიანის სიტყვებს Sky Sports–ი.

ბიანკონერი” “ბლაუგრანას” 29 ოქტომბერს დაუპირისპირდება. შეხვედრა თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.

(44)

დელ პიეროს ვერსია – რა სჭირდება იუვენტუსს?

სტატიის ავტორი
-