იუვენტუსს სარის გაშვება ძვირი დაუჯდა – რა თანხას მიიღებს იტალიელი კომპენსაციის სახით?

Football Italia- ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან გადაყენება, პირდაპირი მნიშვნელობით, ძალიან ძვირი დაუჯდება.

“ბებერი ქალბატონის” მმართველებმა იტალიელ სპეციალისტს კონტრაქტის ნაადრევად გაწყვეტის გამო 20 მილიონი ევრო უნდა გადაუხადონ.

ბიანკონერისა” და 61 წლის სპეციალისტის ხელშეკრულება ძალაში კიდევ 2 წლით იყო, თუმცა ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალიდან “ლიონთან” გამოვარდნამ “ზებრების” ბოსები გაანაწყენა და “ნაპოლისა” და “ჩელსის” ყოფილ თავკაცს დაემშვიდობნენ.

გამოცდილმა სპეციალისტმა “იუვეში” 1 სეზონი გაატარა და სერია A-ს მოგება მოახერხა.

(796)

იუვენტუსს სარის გაშვება ძვირი დაუჯდა – რა თანხას მიიღებს იტალიელი კომპენსაციის სახით?

სტატიის ავტორი
-