იტალიის ნაკრების მეკარის 300 000 ევროს ღირებულების ფერარი ავტო-სამრეცხაოში მიყვანის შემდეგ განადგურდა

იტალიის ნაკრებისა და “ჯენოას” ნაკრების მეკარეს ფედერიკო მარჩეტის ჰქონდა იმის ფუფუნება, რომ 300 000 ევროს ღირებულების “ფერარის” მარკის ავტომობილი შეეძინა, თუმცა ავტო-სამრეცხაოში დატოვების შემდეგ, ის ფაქტობრივად გამოუსადეგარი გახდა.

სერია A-ს 37 წლის გოლკიპერმა თავისი “ერარი 812 სუპერსწრაფი” მოდელის ავტომობილი სამრეცხაოში დატოვა და თავად გენუური კლუბის საწვრთნელი ბაზისკენ გაეშურა, უკან დაბრუნებისას კი აღმოაჩინა, რომ მანქანების სარეცხმა მოწყობილობამ კონტროლი დაკარგა და ფეხბურთელის “ფერარი” ახლო დისტანციაზე მოისროლა, შედეგად კიდევ 5 ავტომობილი დაზიანდა. მიუხედავად დიდი ზარალისა, ფედერიკოს ამაზე ისეთი რეაქცია ჰქონდა, რომ გულშემატკივრის პატივისცემა დაიმსახურა: “მადლობა ღმერთს, არავინ დაშავებულა. ყველაზე მნიშვნელოვანი ესაა”.

მარტეჩის “სკუადრა აძურას” შემადგენლობაში 11 შეხვედრა აქვს ჩატარებული, მათ შორის 2010 წლის მუნდიალზე, როცა ტრავმირებული ჯანლუიჯი ბუფონის შეცვლა მოუწია.

 

(8422)

იტალიის ნაკრების მეკარის 300 000 ევროს ღირებულების ფერარი ავტო-სამრეცხაოში მიყვანის შემდეგ განადგურდა

სტატიის ავტორი
-