იუვენტუსი ბარსელონას სუარესის კონტრაქტის სანაცვლოდ პრემიას სთავაზობს

იტალიელი ჟურნალისტის ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, “იუვენტუსმა” “ბარსელონას” ლუის სუარესთან კონტრაქტის დროულად შეწყვეტის მიზნით, მცირე პრემია შესთავაზა.

“ბარსელონას” და მის ახალ მთავარ მწვრთნელს რონალდ კუმანს სუარესი არ სჭირდება და კატალონიელებს ამ მხრივ მასთან კონტრაქტის შეწყვეტა არ ადარდებთ, თუმცა პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ თავდამსხმელი კომპენსაციის სახით, დარჩენილი 1 წლის ანაზღაურებას, 14 მილიონ ევროს ითხოვს, რაც საქმეს აჭიანურებს.

“ბლაუგრანა” მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება. გარდა იმისა, რომ კლუბს თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდის უფასოდ დათმობა მოუწევს, ამაში, დამატებითი გადასახადების გათვალისწინებით, შესაძლოა 28 მილიონი ევრო დახარჯოს.

რაც შეეხება ურუგვაელი ფეხბურთელისა და “ბებერი ქალბატონის” კონტრაქტს, მხარეები უკვე 3-წლიან ხელშეკრულებაზე შეთანხმდნენ, რომლის მიხედვითაც 33 წლის ფეხბურთელი წელიწადში 10 მილიონ ევროს მიიღებს.

(33)

იუვენტუსი ბარსელონას სუარესის კონტრაქტის სანაცვლოდ პრემიას სთავაზობს

სტატიის ავტორი
-