იუვენტუსმა პირველი სამიზნე აირჩია – მოლაპარაკებები დაწყებულია 

ტურინის იუვენტუსმა მაურიციო სარი მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან ოფიციალურად დაითხოვა.

იტალიის ბოლო 9 სეზონის ჩემპიონი გუნდი მწვრთნელის გარეშე იმყოფება და დიდია ალბათობა იმისა, რომ სპორტულ დირექტორსაც გამოეთხოვოს.

ერთი სიტყვით, “ბებერი ქალბატონის” რიგებში დიდი წმენდაა დაგეგმილი, თუმცა ამ აურზაურში უკვე გამოიკვეთა იმ სპეციალისტის ვინაობა, რომლის თავკაცობითაც “ზებრების” მესვეურები განსაკუთრებულად დაინტერესებულები არიან.

საუბარი მაურიციო პოჩეტინოს ეხება. არგენტინელ სპეციალისტს “იუვეს” მმართველები უკვე დაუკავშირდნენ. ტურინელი ჟურნალისტის ინფორმაციით, ოფიციალური სახის მოლაპარაკებები უახლოეს დღეებში დაიწყება.

პოჩეტინო 2014-19  წლებში “ტოტენჰემში” მუშაობდა და გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც გაიყვანა, სადაც “ლივერპულთან” დამარცხდა.

(29)

იუვენტუსმა პირველი სამიზნე აირჩია – მოლაპარაკებები დაწყებულია 

სტატიის ავტორი
-