ხავიერ ძანეტიმ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა 

ინტერის ვიცე-პრეზიდენტმა ხავიერ ძანეტიმ არგენტინელი თავდამსხმელის ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

“ის არ დატოვებს “ინტერს”. მისით მხოლოდ ბარსელონა არაა დაინტერესებული, მაგრამ ლაუტარომ იცის, რომ ის უკვე დიდ კლუბში თამაშობს.

ის კმაყოფილია იტალიაში ცხოვრებით, თუმცა აქ ცხოვრება ადვილი არ არის. ვფიქრობ, ის სწორ გზაზე დგას. ის ჩვენი აწმყო და მომავალია და კლუბი მას პატივს სცემს.

ჩვენ ფიქსირებული ხელფასის მქონე ფეხბურთელები გვყავს და როდესაც სხვა კლუბი ამ ანაზღაურების გაზრდის წინადადებით შემოდის, ჩვენ თითქმის არაფრის გაკეთება შეგვიძლია, მაგრამ მე ვხედავ, რომ ლაუტარო “ინტერში” ყველაფრით კმაყოფილია”, – თქვა 47 წლის არგენტინელმა ახალგაზრდა თანამემამულის შესახებ.

23 წლის ფეხბურთელი “ნერაძურის” 2018 წლის ზაფხულში, მშობლიური “რასინგიდან” 25 მილიონ ევროდ შეუერთდა და 84 შეხვედრაში 30 გოლის გატანა და 8 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

(18)

ხავიერ ძანეტიმ ლაუტარო მარტინესის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა 

სტატიის ავტორი
-