კონტე: “მილანის საკათედრო ტაძარს უფრო შევცვლით, ვიდრე მესის ვიყიდით” 

“ინტერის” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ლიონელ მესის შესაძლო დამატების შესახებ გავრცელებულ ჭორებზე კომენტარი გააკეთა.

“მე მესმის, რომ ჩემი გუნდში ყოფნა მოლოდინს ზრდის და შეიძლება ადამიანმა იფიქროს, რომ ყველაფერს რასაც ვეხები, ოქროდ ვაქცევ. დიახ, ეს ადრე მოხდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყოველთვის ასე იქნება.

ლიონელ მესის შეძენა ან ისეთი 4 მოთამაშის დამატება, რომელთაგან თითოეულიც 50 მილიონი ევრო ღირს? ვფიქრობ, ორივე ეს სცენარი წარმოუდგენელია. მე მყავს ფეხბურთელები, რომელთაც შემიძლია ვენდო. მგონია, რომ მილანის დუომოს საკათედრო ტაძრის გადატანა უფრო ადვილია, ვიდრე მესის “ინტერში” გადმოყვანა”, – ამბობს გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი.

“ბარსელონაში” არსებული არეული მდგომარეობის და სეზონში 4-დან 3 ტიტულის დაკარგვის შემდეგ, მსოფლიო მედია აქტიურად ავრცელებს ინფორმაციას, რომ ლეო მესიმ შესაძლოა კლუბი დატოვოს, ერთ-ერთი ყველაზე რეალური ვარიანტი კი სწორედ “ნერაძური” გახლავთ.

(112)

კონტე: “მილანის საკათედრო ტაძარს უფრო შევცვლით, ვიდრე მესის ვიყიდით” 

სტატიის ავტორი
-