კრისტიან ერიქსენი: “სულ ძირითადში ვთამაშობდი, ინტერში კი სხვა რეალობაში აღმოვჩნდი”

მილანის ინტერის” დანიელმა ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა იტალიურ კლუბში თავისი პოზიციის შესახებ ისაუბრა.

რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რომ დავუბრუნდები წინა დონეს და რომ ახალ სეზონს გუნდში ყველა ნულიდან დაიწყებს, მაშინ გავიგებთ თუ რას ფიქრობს მწვრთნელი.

შევეჩვიე, რომ ყოველთვის ძირითად შემადგენლობაში ვთამაშობდი, მაგრამ “ინტერში” ახალ სიტუაციაში აღმოვჩნდი. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ გუნდის გამარჯვებებში ჩემი წვლილი შევიტანე”, – თქვა 28 წლის ფეხბურთელმა.

“ტოტენჰემის” ყოფილმა ფეხბურთელმა ლონდონური გუნდი მიმდინარე წლის ზამთარში, 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ დატოვა, მანამდე კი 305 შეხვედრა ჩაატარა და 69 გოლის გატანა და 89 საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო.

(81)

კრისტიან ერიქსენი: “სულ ძირითადში ვთამაშობდი, ინტერში კი სხვა რეალობაში აღმოვჩნდი”

სტატიის ავტორი
-