ლაურენტისს კორონავირუსი დაუდასტურდა- პრეზიდენტი წესებს არ იცავს 

ნაპოლის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა, რომელსაც სულ ცოტა ხნის წინ კორონავირუსით ინფიცირება დაუდგინდა, შესაბამისი პროტოკოლის წესების დაცვაზე უარი თქვა და ამით კლუბის სხვა თანამშრომლებისა და მედიის წარმომადგენლების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნა.

71 წლის იტალიელს დაავადების მკვეთრად გამოკვეთილი სიმპტომები ჰქონდა, მაგრამ საზოგადოებასთან ურთიერთობისგან თავის არიდება და თვითიზოლაციაში გადასვლა არ ისურვა. ამ ინფორმაციას Corriere della Sera ავრცელებს.

კუნძულ კაპრის მონახულების შემდეგ, დე ლაურენტისი და მისი მეუღლე თავს ცუდად გრძნობდნენ და ტესტირება ჩაიტარეს. პასუხებმა აჩვენა, რომ ცოლ-ქმარს COVID19-ის სიმპტომები ჰქონდათ. ამის მიუხედავად, ლაურენტისი სერია A-ს ოფიციალურ შეხვედრასაც დაესწრო და თავისი გუნდის თანამფლობელებსაც შეხვდა.

უფრო მეტიც, აურელიომ მათთან ერთად ისადილა კიდეც. შეხვედრის მიმდინარეობისას, ლაურენტიის აცნობეს, რომ ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა, რის მერეც იძულებული გახდა, შეხვედრა დაეტოვებინა. თუმცა, ლაურენტისი ვერც ამან დააბრკოლა და ის ჟურნალისტებს ნიღბის გარეშე შეხვდა და სოციალური დისტანციის დაცვის შესახებ არ გააფრთხილა.

(13)

ლაურენტისს კორონავირუსი დაუდასტურდა- პრეზიდენტი წესებს არ იცავს 

სტატიის ავტორი
-