ლეგენდები კლუბში რჩებიან – ჯიჯიმ და ჯორჯომ იუვესთან გაახანგრძლივეს

ტურინის “იუვენტუსის” ორმა თილისმამ ჯანლუიჯი ბუფონმა და ჯორჯო კიელინიმ კლუბთან კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივეს.

43 წლის მეკარე და 37 წლის ცენტრალური მცველი “ბებერ ქალბატონში” 2021 წლის ზაფხულამდე ითამაშებენ.

ბიანკონერის” ხელმძღვანელობაში განაცხადეს, რომ ახალი კონტრაქტები იტალიელი ფეხბურთელების ერთგულებისა და მათი სათამაშო ხარისხისთვის ჯილდოს წარმოადგენს.

ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო გოლკიპერი “ზებრებში” 2001-18 წლებში თამაშობდა, პსჟ-ში ერთწლიანი გამოსვლის შემდეგ კი საყვარელ კლუბს დაუბრუნდა. საერთო ჯამში, 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონმა “იუვეში” 669 მატჩი ჩაატარა და 316-ჯერ კარი მშრალად შეინახა. მან 9-ჯერ იტალიის სერია A, 4-ჯერ თასი მოიგო  5-ჯერ სუპერთასი მოიგო.

რაც შეეხება ჯორჯოს, მის აქტივში 2005 წლის შემდეგ 509 მატჩი, 36 გოლი, 21 საგოლე გადაცემა და 12 ტიტულია.

(22)

ლეგენდები კლუბში რჩებიან – ჯიჯიმ და ჯორჯომ იუვესთან გაახანგრძლივეს

სტატიის ავტორი
-