მარადონამ მერტენსს საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება მიულოცა (ვიდეო)

ლეგენდარულმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელიც წლების განმავლობაში “ნაპოლის” ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი გახლდათ, დრის მერტენსს ამ ტიტულის მოპოვება მიულოცა.

​ბელგიელი შემტევისთვის, კოპა იტალიას ნახევარფინალში მილანის “ინტერის” კარში გატანილი გოლი 122-ე აღმოჩნდა და ამ შედეგით სლოვაკ მარეკ ჰამშიკს გადაასწრო.

“სალამი ჩემო მეგობარო დრის, მიხარია, რომ შენ ხარ ის ადამიანი, რომელმაც ჩემი რეკორდი დაამსხვრია. ეს არის მიზეზი, რის გამოც “ნაპოლი” ყოველდღიურად უფრო მეტად ძლიერდება. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანია გუნდური წარმატება, ვიდრე ინდივიდუალური რეკორდები, ამიტომ იმედი მაქვს ნეაპოლელი ხალხისთვის კიდევ ერთ სკუდეტოს მოვიგებთ”, – თქვა ვეტერანმა არგენტინელმა მისალოც ვიდეოში.

დიეგო არმანდო ნეაპოლელთა გოლეადორებს შორის უკვე მესამე ადგილზე ჩამოქვეითდა – მის ანგარიშზე 115 გოლია.

https://www.instagram.com/p/CBdyYLXF5-p/?utm_source=ig_web_copy_link

(220)

მარადონამ მერტენსს საკუთარი რეკორდის გაუმჯობესება მიულოცა (ვიდეო)

სტატიის ავტორი
-