მარადონამ ნაპოლის კოპა იტალიას მოგება მიულოცა 

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ თავის ყოფილ კლუბ “ნაპოლის” Instagram-ის მეშვეობით, 6-წლიანი პაუზის შემდეგ ტიტულის მოგება მიულოცა.

17 ივნისს, ნეაპოლიტანელებმა ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბი ტურინის “იუვენტუსი” იტალიის თასის ფინალში, პენალტების სერიაში – 4:2 (ძირითადი დრო – 0:0) დაამარცხეს და ამ ტიტულს ისტორიაში მეექვსედ დაეუფლნენ.

“Მე ვამაყობ თქვენით. წინ “ნაპოლი!”, – წერს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი.

 

 

View this post on Instagram

 

Orgoglioso di voi. Forza Napoli!!! 🏆💙 #CoppaItalia

A post shared by Diego Maradona (@maradona) on

მარადონა ნეაპოლური კლუბის ფერებს 1984-91 წლებში იცავდა და ამ დროში ორჯერ სკუდეტო, ერთხელ ხსენებული თასი, იტალიის სუპერთასი და უეფას თასი მოიგო. ამჟამად 59 წლის არგენტინელი სამშობლოში მუშაობს და “გიმნაზიას” მთავარი მწვრთნელია.

(53)

მარადონამ ნაპოლის კოპა იტალიას მოგება მიულოცა 

სტატიის ავტორი
-