მეორე ცდაც წარუმატებლად დასრულდა – ლაუტაროს და ბარსელონას შანსები მცირდება 

Mundo Deportivo-ს ცნობით, “ინტერის” თავდამსხმელი ლაუტარო მარტინესი სულ ცოტა ხნის წინ, შესაძლოა “ბარსელონაში” გადასულიყო, მაგრამ კატალონიელებმა არგენტინელის ფასი ძალიან მაღალი მიიჩნიეს.

კატალონიური გრანდის ხელმძღვანელებს იმედი ჰქონდათ, რომ მილანის “ინტერის” მმართველებმა ევროპის ლიგაში, “სევილიასთან” მარცხის შემდეგ, ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდი თანხა შეამცირეს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა.

ნერაძურიმ” ახალგაზრდა ფორვარდის სანაცვლოდ 111 მილიონი ევრო მოითხოვა, ხოლო “ბლაუგრანასკორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის ფონზე, ამ ოდენობის თანხის გადახდა არ შეუძლია.

გარდა ამისა, “ბარსელონას” მემფის დეპაის დამატებაც სურს, რომლის კონტრაქტიც 1 წლის შემდეგ მთავრდება და შესაბამისად მისი დამატება გაცილებით იოლი იქნება.

(18)

მეორე ცდაც წარუმატებლად დასრულდა – ლაუტაროს და ბარსელონას შანსები მცირდება 

სტატიის ავტორი
-