მილანი დანიის ნაკრების კაპიტანს გამოისყიდის

“მილანის” ხელმძღვანელობამ “სევილიადან” იჯარის წესით აყვანილი ცენტრალური მცველის სიმონ კიაერის გამოსყიდვა გადაწყვეტა.

ოფიციალური პროცედურები 15 ივლისს უნდა დასრულდეს და თუ არაფერი განსაკუთრებული არ მოხდება, მაშინ დანიელი “როსონერის” სრულფასოვანი წევრი გახდება.

ამ ტრანსფერის დასრულების შემდეგ, ესპანური კლუბი 3.5 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო 31 წლის უკანახაზელი კლუბთან 2-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

დანიის ნაკრების კაპიტანი “მილანში” მიმდინარე წლის ზამთარში გადაბარგდა და 13 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

 

(5)

მილანი დანიის ნაკრების კაპიტანს გამოისყიდის

სტატიის ავტორი
-