მილანმა 1959 წლის რეკორდი გაიმეორა 

იტალიის ჩემპიონატის მე-5 ტურის შეხვედრაში “მილანმა” “რომას” უმასპინძლა. შეხვედრა მილანში, სან სიროს სტადიონზე შედგა და ფრედ დასრულდა – 3:3.

აღნიშნულ შეხვედრაში სტეფანო პიოლის გაწვრთნილმა გუნდმა ისტორიული შედეგი გაიმეორა. საქმე იმაშია, რომ “შავ-წითლებმა” 1959 წლის შემდეგ პირველად მოახერხეს და ყველა ტურნირზე ჩატარებულ ზედიზედ 11 მატჩში, სულ მცირე 2 გოლი გაიტანეს. ეს აბსოლუტური რეკორდია, რაც 1950-იანი წლების შემდეგ არ მომხდარა.

“მილანმა” სერია A-ში 5 ტურის შემდეგ, 4 მოგებითა და 1 ფრის მეშვეობით 13 ქულა დააგროვა და ერთპიროვნული ლიდერის სტატუსი მოიპოვა.

(113)

მილანმა 1959 წლის რეკორდი გაიმეორა 

სტატიის ავტორი
-