მირალენ პიანიჩი: “ბარსელონაში მესის გამო გადმოვედი” 

ტურინის “იუვენტუსის” აწ უკვე ყოფილმა ნახევარმცველმა მირალენ პიანიჩმა “ბარსელონაში” გადასვლის მიზეზი ახსნა.

“ბარსელონაში იმიტომ გადმოვედი, რომ ლეო მესის გვერდით მეთამაშა, ამის გამო “პსჟ-ს” არაერთ შემოთავაზებაზე უარი ვთქვი”, – თქვა ბოსნიელმა ფეხბურთელმა.

ბოლო 2 კვირის განმავლობაში, მთავარი სასაუბრო თემა მსოფლიო ფეხბურთში სწორედ არგენტინელი სუპერვარსკვლავის მომავალია, რომელსაც “ბლაუგრანაში” დარჩენა აღარ სურს, თუმცა კატალონიური გრანდის ხელმძღვანელები მას წასვლაში ხელს უშლიან, საქმე კი შესაძლოა სასამართლომდეც მივიდეს.

30 წლის პიანიჩმა, რომელიც “ბარსამ” 60 მილიონ ევროდ შეიძინა, “ბებერი ქალბატონის” შემადგენლობაში გატარებულ ოთხ სეზონში 4 სკუდეტო, 2 კოპა იტალია და 1 იტალიის სუპერთასი მოიგო.

(18)

მირალენ პიანიჩი: “ბარსელონაში მესის გამო გადმოვედი” 

სტატიის ავტორი
-