Ბონუჩი: “რონალდუ ისეთივე ფორმაშია, როგორშიც კარანტინის დაწყებამდე იყო”

Ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალურმა მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანუ რონალდუს ფიზიკური მდგომარეობის შესახებ ისაუბრა.

“Გაინტერესებთ როგორ ფორმაშია რონალდუ კარანტინის შემდეგ? გეტყვით, რომ ისევ ისე გამოიყურება როგორც აქამდე. Მან მითხრა თუ როგორ ვარჯიშობდა კარანტინის პერიოდში და დავრწმუნდი, რომ მას ფორმა არ დაუკარგავს. ეს სულაც არ გამკვირვებია. ის ნებისმიერი თვალსაზრისით ჩემპიონია, გასაოცარია ათლეტი და ბრწყინვალე პროფესიონალი”, – თქვა “ბებერი ქალბატონის” 33 წლის უკანახაზელმა.

Იქამდე, ვიდრე კორონავირუსი მსოფლიოში ყველა სპორტულ ღონისძიებას შეაჩერებდა, 5 ოქროს ბურთის მფლობელი ფეხბურთელი შესანიშნავ ფორმაში იყო. Პორტუგალიელ სუპერვარსკვლავს ამ სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე 25 გოლი და ოთხი საგოლე გადაცემა აქვს.

(131)

Ბონუჩი: “რონალდუ ისეთივე ფორმაშია, როგორშიც კარანტინის დაწყებამდე იყო”

სტატიის ავტორი
-