ოფიციალურად: ალესანდრო ფლორენცი მილანის ფეხბურთელია

ბოლო დღეების განმავლობაში, ევროპულ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დადასტურდა – ალესანდრო ფლორენცი “მილანის” ფეხბურთელია.

იტალიის ნაკრების მარჯვენა მცველმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა და 25-ნომრიანი სათამაშო მაისური მიიღო.

ფლორენცი, რომელიც “რომას” აკადემიის აღზრდილია და განათხოვრების წესით, კარიერის განმავლობაში “კროტონესა” და “ვალენსიას” რიგებში უთამაშია, 2020/21 წლების სეზონში “პსჟ-ში” იჯარის წესით გამოდიოდა და პარიზელთა მაისურით 36 შეხვედრაში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

ევრო 2020-ის მომგებ ფეხბურთელს იტალიის ნაკრებში 45 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი და 3 საგოლე გადაცემა გაკეთებული. საკლუბო დონეზე მისი ტიტულების ყულაბაში საფრანგეთის თასი და სუპერთასია.

(34)

ოფიციალურად: ალესანდრო ფლორენცი მილანის ფეხბურთელია

სტატიის ავტორი
-