რატომ თქვა ტონალიმ უარი ბარსელონას და მანჩესტერის შემოთავაზებაზე?

იტალიური “ბრეშას” პრეზიდენტმა მასიმო სელინომ მისი გუნდის ცენტრალური ნახევარმცველის სანდრო ტონალის “მილანში” შესაძლო გადაბარგების შესახებ ისაუბრა.

ვიცი, რომ “ინტერის” პრეზიდენტს ბეპე მაროტას და გუნდის მთავარ მწვრთნელს ანტონიო კონტეს ტონალის თავისთან გადაბირება ძალიან სურდათ.

სანდროს აგენტი “ინტერის” წარმომადგენლებს შეუთანხმდა, მაგრამ წინა სეზონის დაწყებამდე არაფერი მომხდარა, მოგვიანებით კი “მილანის” ინტერესის შესახებ გავიგეთ და სანდროს სხვა ვარიანტის მოსმენა აღარ სურდა. ის უბრალოდ გაგიჟდა, როდესაც შეიტყო ამ შეთავაზების შესახებ, რადგან მილანის გულშემატკივარია. “ბარსელონას” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარიანტები მას აღარ აინტერესებდა.

იანვარში, “ბარსამ” 65 მილიონი ევრო შემოგვთავაზა, მაგრამ ჩვენ უარი ვთქვით, 10 დღის წინ კი, “მანჩესტერმა” “მილანის” წინადადებაზე 10 მილიონი ევროთი მეტი შემოგვთავაზა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც უარი მიიღეს”, – თქვა კლუბის პრეზიდენტმა.

20 წლის ფეხბურთელი “ბრეშას” აღზრდილია და მთავარ გუნდში 2017 წლის შემდეგ ირიცხება, ჯერ კიდევ მას მერე, რაც გუნდი სერია B-ში თამაშობდა. წინა სეზონში, მან 36 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე გადაცემა გააკეთა.

(1305)

რატომ თქვა ტონალიმ უარი ბარსელონას და მანჩესტერის შემოთავაზებაზე?

სტატიის ავტორი
-