რომელუ ლუკაკუ სერია A-ს რეკორდსმენია 

იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, “ინტერმა” “უდინეზე” 2:0 დაამარცხა, ორივე გოლის ავტორი რომელუ ლუკაკუ გახდა.

26 წლის ბელგიელი თავდამსხმელი პირველია იტალიის ჩემპიონატის ისტორიაში, რომელმაც საწყის 11 სტუმრად ჩატარებულ შეხვედრაში 11 გოლის გატანა მოახერხა. ამაზე მეტი გასვლით მატჩებში არავის გაუტანია.

“ჩელსის” “ევერტონის” და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი ფორვარდი სერია A-ს ბომბარდირთა დავაში 16 გოლით მესამე ადგილზეა, მაზე წინ მხოლოდ ჩირო იმობილე (22) და კრიშტიანუ რონალდუ (19 არიან).

ნერაძურის” 51 ქულა აქვს და სერია A-ში მეორე ადგილზეა, ლიდერი “იუვენტუსს” კი სამი ქულით ჩამორჩება.

რომელუ ლუკაკუ სერია A-ს რეკორდსმენია 

სტატიის ავტორი
-