რონალდუ: “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას არ ნიშნავს” 

ტურინის “იუვენტუსის” ლიდერმა კრიშტიანუ რონალდუმ მსოფლიოში არსებული რასიზმის პრობლემის შესახებ ისაუბრა.

“რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა არ ნიშნავს მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას, ეს ყველა კანის ფერის მქონე ადამიანისთვის ბრძოლაა. არავინ არ იბადება რასისტად, ასეთებად ყალიბდებიან და ჩვენ ბავშვებს ამის მაგალითს ვაძლევთ. ეს ჩვენი დიდი შეცდომაა და ამის წინააღმდეგ ყოველდღიურად, ხმაამაღლებულად უნდა ვიბრძოლოთ”, – თქვა 5 ოქროს ბურთის მომგებმა პორტუგალიელმა.

რასიზმის პრობლემა კიდევ უფრო მეტად მას შემდეგ გამძაფრდა, რაც 25 მაისს, მინიაპოლისის შტატში, ამერიკის პოლიციის თანამშრომელმა ფერადკანიანი ჯორჯ ფლოიდი ძალადობით სიცოცხლეს გამოასალმა.

(16)

რონალდუ: “რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლა მხოლოდ შავებისთვის ბრძოლას არ ნიშნავს” 

სტატიის ავტორი
-