სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება

მაურიციო სარის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან წასვლა მიმდინარე ზაფხულში ტუირინის “იუვენტუსში” ერთადერთი ცვლილება არ იქნება.

როგორც იტალიური მედია-საშუალებები იუწყებიან, სულ მალე, “ბებერ ქალბატონს” გუნდის სპორტული დირექტორი ფაბიო პარატისიც დატოვებს.

მიზეზი მარტივია: სწორედ პარატისი იყო მასიმილიანო ალეგრისთან კონტრაქტის გაწყვეტის მოსურნე და მაურიციო სარის დანიშვნის ერთ-ერთი პირველი ინიციატორი.

უახლოეს პერიოდში, პარატრისი და კლუბის პრეზიდენტი ანდრეა ანიელი ოფიციალურად შეხვდებიან და ერთმანეთს დაემშვიდობებიან, ახალი სპორტული დირექტორი კი წინამორბედის მოადგილე, ფედერიკო ჩერუბინი გახდება.

(28)

სარი დირექტორსაც გაიყოლებს? – იუვენტუსში დიდი წმენდა იგეგმება

სტატიის ავტორი
-