სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა 

საფეხბურთო კლუბ “მილანის” ყოფილ მფლობელს და იტალიის პრემიერ-მინისტრს სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა.

როგორც იტალიური პრესა წერს, დაავადება გართულების გარეშე მიმდინარეობს და ბერლუსკონი ამჟამად თვითიზოლაციაში იმყოფება.

83 წლის იტალიელმა პოლიტიკოსმა და ბიზნესმენმა, ცოტა ხნით ადრე, COVID19-თან ბრძოლის ფონდს 10 მილიონი ევრო გადაურიცხა.

ბოლო დღეებში, პანდემიამ ფეხბურთს კიდევ ერთხელ შეუტია. სხვა შემთხვევებთან ერთად, ცნობილი გახდა, რომ ინფიცირება “პსჟ-ს” სამ სამხრეთამერიკელ ვარსკვლავს, ნეიმარს, ანხელ დი მარიას და ლეანდრო პარედესს დაუდგინდათ.

(46)

სილვიო ბერლუსკონის კორონავირუსი დაუდგინდა 

სტატიის ავტორი
-