სიტიზე წინ – ატალანტა ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდსმენია

იტალიის სერია A-ს 37-ე ტურის მატჩში, “პარმამ” “ატალანას” უმასპინძლა. სტადიონ “ენნიო ტარდინიზე” გამართული შეხვედრა სტუმრების გამარჯვებით დასრულდა (2:1).​

ჯამპიერო გასპერინის გაწვრთნილმა გუნდმა ორივე გოლის გატანა საჯარიმოს გარედან შეძლო და სეზონში ასეთი უკვე 20 ბურთი დაუგროვდა. როგორც აღმოჩნდა, ეს მიმდინარე სეზონის რეკორდია, ამაზე მეტი ტოპ 5 ჩემპიონატში არცერთ გუნდს გაუტანია.

საჯარიმოს გარედან გატანილი გოლებით იტალიურ კლუბთან ყველაზე ახლოს “მანჩესტერ სიტია” – პეპ გვარდიოლას შეგირდებმა შორეული დარტყმით მეტოქის კარი 17-ჯერ აიღეს.

ატალანტას” იტალიის ჩემპიონატში 78 ქულით მესამე ადგილი უკავია და ჩემპიონთა ლიგის საგზური გარანტირებული აქვს.

(10)

სიტიზე წინ – ატალანტა ტოპ 5 ჩემპიონატის რეკორდსმენია

სტატიის ავტორი
-