ზედიზედ მეცხრე სკუდეტო – იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია!

უკვე ტრადიციად და ბუნებრივ მოვლენად ქცეული ფაქტი კვლავ დაფიქსირდა – ტურინის “იუვენტუსი” იტალიის ჩემპიონია.

სერია A-ს 36-ე ტურში, “ბებერმა ქალბატონმა”, შინ, კრიშტიანუ რონალდუსა და ფედერიკო ბერნარდესკის გოლების მეშვეობით, “სამპდორიას” 2:0 აჯობა, 83 ქულა დააგროვა და უახლოესი მდევრების, “ინტერის”, “ლაციოსა” და “ატალანტასთვის” მიუწვდომელი გახდა.

“ბიანკონერიმ” სკუდეტო ზედიზედ მეცხრედ, გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე, ისტორიაში კი 36-ედ მოიგო.

(46)

ზედიზედ მეცხრე სკუდეტო – იუვენტუსი იტალიის ჩემპიონია!

სტატიის ავტორი
-