ჟოზე მოურინიოს პირველი ტრანსფერი – განსაკუთრებულმა რომაში თანამემამულე მიიყვანა

ჟოზე მოურინიოს “რომას” მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ, იტალიურმა კლუბმა პირველი ტრანსფერი განახორციელა და პორტუგალიელი სპეციალისტის თანამემამულე მეკარე, რუი პატრისიუ დაიმატა.

ინფორმაცია უკვე ოფიციალურად დაადასტურა, კლუბის პრეს-სამსახურმა, რომლის ცნობითაც, “ვულვზის” და ლისაბონის “სპორტინგის” ყოფილმა კარის დარაჯმა “მგლებთან” 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. “ჯალოროსის” შემადგენლობაში იგი პირველნომრიან მაისურს მოირგებს.

 

View this post on Instagram

 

A post shared by AS Roma (@officialasroma)

​33 წლის გოლკიპერი ლისაბონის “სპორტინგის” აღზრდილია და ამ კლუბის მთავარ გუნდში იგი 2006-18 წლებში თამაშობდა, რა დროშიც ერთხელ პორტუგალიის ლიგის თასი, ორ-ორჯერ კი ქვეყნის თასი და სუპერთასი მოიგო. 2016 წელს, პორტუგალიის ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატის მომგები მეკარე ლეგიონერი პირველად 2018 წელს გახდა და მისი თანამემამულის, ნუნუ ეშპირიტუ სანტუს მიერ გაწვრთნილი “ვულვერჰემპტონის” 11-ნომრიანი მაისური მოირგო. ინგლისის პრემიერ ლიგის ბინადარ კლუბში მან 127 მატჩი ჩაატარა, 151 გოლი გაუშვა და 37 შეხვედრაში კარის მშრალად შენახვა მოახერხა. პორტუგალიის ნაკრებში მას 97 მატჩი აქვს ჩატარებული და კონტინენტის პირველობის გარდა, 2019 წელს, უეფას ერთა ლიგის გათამაშების ჩემპიონიც გახდა.

ჟოზე მოურინიოს პირველი ტრანსფერი – განსაკუთრებულმა რომაში თანამემამულე მიიყვანა

სტატიის ავტორი
-