თბილისის ლოკომოტივმა ამერიკელი ფეხბურთელი დაიმატა

89
ნახვა

ეროვნული ლიგის მეშვიდე ადგილოსანმა, თბილისის “ლოკომოტივმა”, ამერიკელი ფორვარდი, 33 წლის ვილიამ ოლურემი ჯონი დაიმატა. 

ამერიკელ ფეხბურთელს ამერიკის (MLS), დანიის, ფინეთის, სერბეთის, ხორვატიისა და აზერბაიჯანის ჩემპიონატებში აქვს ნათამაშები. უკანასკნელად, იგი ფინეთის ჩემპიონატში, “როვანიემში” თამაშობდა.

ყველაზე მეტი გოლი ოლურემი ჯონს ხორვატიის ჩემპიონატში აქვს გატანილი, სადაც “ვინოგრადარის” შემადგენლობაში 38 მატჩში 15 გოლის გატანა შეძლო.

აშშ-ის 20 წლამდე ნაკრებში ოლურემმა 24 მატჩი ჩაატარა და 10 გოლი გაიტანა.

(89)

თბილისის ლოკომოტივმა ამერიკელი ფეხბურთელი დაიმატა

სტატიის ავტორი
-