ავსტრიაში ფორმულა 1 განახლდა –  პირველი ადგილი ფინელმა მბრბოლელმა დაიკავა

ფორმულა 1-ის შეფერხებული სეზონი, ავსტრიის ეტაპით დაიწყო. ახალი სეზონის სადებიუტო რბოლა ვალტერ ბოტასის გამარჯვებით დასრულდა, ფინელმა პილოტმა კვალიფიკაციის შედეგად მოპოვებული პირველი პოზიცია შეინარჩუნა და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა.

მისი თანაგუნდელი, ლუის ჰემილტონი კი რბოლის ბოლოს დააჯარიმეს, ბრიტანელმა ვარსკვლავმა მხოლოდ მეხუთე ადგილი დაიკავა. ბოტასთან ერთად პოდიუმზე მოხვდნენ შარლ ლეკლერი და ლანდო ნორისი. ნორისი, რომელიც მესამე ადგილზე გავიდა, ფორმულა 1-ის ისტორიაში მესამე ყველაზე ახალგაზრდა პილოტი გახდა, რომელიც საუკეთესო სამ მრბოლელს შორის მოხვდა. ლეკლერის თანაგუნდელი სებასტიან ფეტელი დაშვებული შეცდომის გამო, მეათე ადგილს დასჯერდა.

(27)

ავსტრიაში ფორმულა 1 განახლდა – პირველი ადგილი ფინელმა მბრბოლელმა დაიკავა

სტატიის ავტორი
-