დონალდ ტრამპი: “ცარიელ ტრიბუნებს გადადება სჯობს”

კორონავირუსის მასობრივი გავრცელების გამო, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა იაპონიის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ტოკიოს ოლიმპიური თამაშების გადაებისკენ მოუწოდა.

“ჩემთვის წარმოუდგენელია ოლიმპიადის ხალხის გარეშე ყურება. თუ ეს შესაძლებელია, გადადება უკეთესი გამოსავალი იქნება, ვიდრე ცარიელი ტრიბუნების ხილვა. ჯობს თამაშები მომავალი წლისთვის ჩაატაროთ”,-განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა.

COVID19 თავდაპირველად 2019 წლის მიწურულს ჩინეთში გაჩნდა და მალე მსოფლიოს მოედო. ბოლო მონაცემებით კორონავირუსს 4 500-ზე მეტო ადამიანი ემსხვერპლა.

(106)

დონალდ ტრამპი: “ცარიელ ტრიბუნებს გადადება სჯობს”

სტატიის ავტორი
-