გიორგი პაპუნაშვილმა კოპა დელ რეიზე გაიტანა (ვიდეო)

კოპა დელ რეის 1/64 ფინალში გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსა” “დეპორტივო ლა კორუნიას” დაუპირისპირდა და ანგარიშით 2:1 დაამარცხა.  

ქართველი ფეხბურთელი  ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა და მატჩის მე-5 წუთზე თავის გამოჩენა გოლით მოახერხა. იგი 72 წუთზე შეცვალეს და მის მაგივრად მოედანზე ესპანელი ალბერტო სორო შემოვიდა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი პაპუნაშვილი ესპანურ კლუბში 2017 წლიდან ირიცხება და 33 მატჩში 9 გოლი აქვს გატანილი.

(1879)

სტატიის ავტორი
-