UEFA-ს გადაწყვეტილება – “რეალს” მბაპეს შეძენის შანსი ეძლევა

მადრიდის “რეალი” კილიან მბაპეს შეძენის იმედს არ კარგავს: Goal.com იტყობინება, რომ თუკი პარიზულ კლუბს UEFA-ს წესების დარღვევა დაუმტკიცდება, “პსჟ” ვალდებული იქნება, ერთ-ერთ ვარსკვლავს შეელიოს, რაც მბაპეს წასვლის ალბათობას მნიშვნელოვნად ზრდის.

ამ მომენტისთვის მბაპე “პსჟ-ში” იჯარის წესით იმყოფება, რომლის ვადაც ორშაბათს იწურება. შესაბამისად, იჯარის ვადის ამოწურვის შემდეგ გუნდი ვალდებულია, “მონაკოს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 180 მილიონი ევრო გადაუხადოს, რაც UEFA-ს საფინანსო “ფეარ-პლეის” 2 წესის დარღვევას გულისხმობს. შესაბამისად, Goal.com-ის თანახმად, გუნდი ვალდებული იქნება, რომ მბაპე გაყიდოს, ან “მონაკოში” დააბრუნოს.

იტალიასა და ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა დაკეტილია. ზემოთაღნიშნული პროცესების განვითარების შემთხვევაში, მბაპეს შეძენის ერთადერთი რეალური კანდიდატი მადრიდის “რეალი“ გამოდის, მითუმეტეს იმ ფონზე, როდესაც ფლორენტინო პერესი ახალგაზრდა ფრანგის შესაძენად მზადყოფნას გამოთქვამს.

UEFA საბოლოო გადაწყვეტილებას 30 აგვისტოს მიიღებს, რაც იმას ნიშნავს რომ “რეალს” მბაპეს შესაძენად 1 დღე დარჩება, რაც ფეხბურთელის გაფორმებისთვის სრულიად შესაძლებელ ვადას წარმოადგენს.

(36)

UEFA-ს გადაწყვეტილება – “რეალს” მბაპეს შეძენის შანსი ეძლევა

სტატიის ავტორი
-