ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოში კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გადავიდა

231
ნახვა

ოფიციალური ინფორმაციით, პორტუგალიური “ბენფიკას” ფეხბურთელი, ჟოაო ფელიქსი, მომავალი სეზონიდან “ატლეტიკოს” რიგებში ითამაშებს.

ცნობილია, რომ ახალგაზრდა შემტევის სანაცვლოდ მადრიდელებმა კოლოსალური თანხა, €126 მილიონი გადაიხადეს.

19 წლის ტალანტი საყოველთაო ყურადღების ქვეშ გასულ სეზონში მოექცა – მან ყველა ტურნირზე გამართულ 43 შეხვედრაში, 20 გოლის გატანა და 11 საგოლე პასის გაკეთება შეძლო.

(231)

ჟოაო ფელიქსი ატლეტიკოში კოლოსალური თანხის სანაცვლოდ გადავიდა

სტატიის ავტორი
-