Belive

ჩემპიონობა გულშემატკივრის გარეშე? 

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ლივერპულის" მრავალრიცხოვან ქომაგთა არმიას, 30 წელიწადია ინგლისის ჩემპიონობა არ უზეიმია, უშუალოდ პრემიერლიგა კი არასდროს მოუგია. როგორც ჩანს, სქაუზერებს ბედი არც ამჯერად სწყალობთ და მიუხედავად არანორმალურად ბრწყინვალე სეზონისა, "ენფილდზე" პრემიერლიგის თასის აღმართვა შესაძლოა ვერ იხილონ.  საქმე ისაა, რომ მერსისაიდულ კლუბს, რომელიც პირველ ტიტულს დღე-დღეზე გაიფორმებს, თასი შესაძლოა ცარიელ სტადიონზე გადასცენ. მიზეზი ნათელია: კორონავირუსის სწრაფი ტემპით გავრცელებამ მსოფლიო მოიცვა და არსებული სერიოზულის საფრთხის გამო მაყურებლის დასწრება დიდი ალბათობით პრემიერლიგაშიც აიკრძალება. 29 ტურის შემდეგ, იურგენ კლოპის შესანიშნავ გუნდს 82 ქულა აქვს და ტიტულის მოსაპოვებლად დარჩენილ 9 მატჩში სულ მცირე 6 ქულის დაგროვება სჭირდება. "ლივერპულს" სარეკორდო ჩემპიონობის შანსიც აქვს.

სხვა სტატიები