Belive

ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირებში, ლევანდოვსკიმ რაულს გადაუსწრო

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ მატჩში "ბაიერნმა" "ლაციო" ანგარიშით 1:4 გაანადგურა. ერთ-ერთი გოლის გატანა გუნდის მთავარმა დამრტყმელმა ძალამ, რობერტ ლევანდოვსკიმ შეძლო: პოლონელმა მეტოქის მიერ გაკეთებული არაზუსტი პასი ჩაჭრა, მეკარე მოატყუა და ბურთი ცარიელ კარში შეაგორა. პოლონელი ფორვარდისთვის, ეს გოლი ჩემპიონთა ლიგაზე 72-ე აღმოჩნდა და ამ შედეგით, მან ლეგენდარულ რაულს გადაუსწრო, რომელიც ერთ დროს, ტურნირის ყველა დროის ბომბარდირად ითვლებოდა (71). ყველაზე მეტი გოლი ჩემპიონთა ლიგაზე კრიშტიანუ რონალდუს აქვს გატანილი (134), მეორე პოზიციაზე კი, 119 გოლით, "ბარსელონას" კაპიტანი, ლიონელ მესია. მას მიჰყვებიან ლევენდოვსკი და რაული, ხოლო მე-5 პოზიციას კი ქარიმ ბენზემა იკავებს, რომელსაც 69 გოლი აქვს გატანილი - დიდი ალბათობით, რაულს პოზიციის დათმობა კიდევ ერთხელ მოუწევს. აღნიშნულ მატჩში კიდევ რამდენიმე რეკორდი დამყარდა: ჯოშუა კიმიხი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე, 50 მატჩში, 38 გამარჯვებას მოუყარა თავი. ასევე, "ბაიერნის" შემადგენლობაში ითამაშა 17 წლის ჯამალ მუსიალამ - ყველაზე ახალგაზრდა ინგლისელმა ფეხბურთელმა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე გოლის გატანა შეძლო. მუსიალა "ბაიერნის" ისტორიაშიც შევიდა - ჩემპიონთა ლიგის ეგიდით, "რეკორდმაისტერის" შემადგენლობაში, აქამდე ასეთ ახალგაზრდა ფეხბურთელს გოლი გატანილი არ ჰქონდა.
3,w=993,c=0.sport
 

სხვა სტატიები