ჩემპიონთა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.

უეფას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო რვა გუნდს შორის 3 ესპანური, 3 ინგლისური და თითო-თითო გერმანული და პორტუგალიური კლუბები, შესაბამისად მადრიდის “რეალი”, მადრიდის “ატლეტიკო”, “ვილიარეალი”, “მანჩესტერ სიტი”, “ლივერპული”, ლონდონის “ჩელსი”, მიუნხენის “ბაიერნი” და ლისაბონის “ბენფიკა” მოხვდნენ.

საბოლოოდ, 1/4-ფინალური წყვილები შემდგენაირად გადანაწილდა:

ლონდონის “ჩელსი” – მადრიდის “რეალი”

“მანჩესტერ სიტი” – მადრიდის “ატლეტიკო”

“ვილიარეალი” – “ბაიერნი”

“ბენფიკა” – “ლივერპული”

მეოთხედფინალური ეტაპის საწყისი შეხვედრები 5/6 აპრილს, ხოლო საპასუხო მატჩები 12/13 აპრილს გაიმართება.

რაც შეეხება ნახევარფინალს, რომლის პირველი მატჩებიც 26/27 აპრილს, ხოლო საპასუხო 3/4 მაისს გაიმართება, აქ გუნდები შემდეგნაირად გადანაწილდნენ.

“მანჩესტერ სიტი” – მადრიდის “ატლეტიკოს” და ლონდონის “ჩელსი” – მადრიდის “რეალის” წყვილში გამარჯვებულები ერთმანეთს, ხოლო “ვილიარეალი” – “ბაიერნის” და “ბენფიკა” – “ლივერპულის” წყვილის საუკეთესოები ერთმანეთს შეხვდებიან.

 

ჩემპიონთა ლიგა: 1/4-ფინალური წყვილები ცნობილია

სტატიის ავტორი
-