Belive

ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში დასრულდება

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიოში გამეფებული კორონავირუსის გამო ყველა საფეხბურთო ჩემპიონატი შეჩერებულია, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა. მსოფლიოს მასშტაბით უამრავი გულშემატკივარი ელოდება ყველაფრის განახლებას. Sky Sport სოციალურ ქსელში ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ჩემპიონთა ლიგა აგვისტოში განახლდება და აგვისტოშივე დასრულდება. განრიგი ასეთი გახლავთ - 7 და 8 აგვისტოს მერვედფინალური დაპირისპირებების მეორე მატჩები გაიმართება. მეოთხედფინალები 11 და 12 აგვისტოს ჩატარდება, ხოლო განმეორებითი შეხვედრები 14-ში და 15-ში. რაც შეეხება ნახევარფინალებს, 18 და 19 აგვისტოს თარიღდება, ხოლო განმეორებითი მატჩები 21 და 22 აგვისტოს. ფინალი კი  29-ში გაიმართება. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას.

სხვა სტატიები