Belive

ჩემპიონთა ლიგა: ჩაკვეტაძე რაპიდთან ძირითად შემადგენლობაშია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დღეს ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე "გენტი" შინ "რაპიდს" დაუპირისპირდება. ცნობილია ბელგიელთა სასტარტო შემადგენლობა, სადაც მოხვდა ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე. შეგახსენებთ, რომ წელს ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფამდე შეხვედრები ერთრაუნდიანია. წყვილს შორის გამარჯვებული "დინამო კიევსა" და "ალკმაარს" შორის მოგებულს შეხვდება. "გენტსა" და "რაპიდს" შორის შეხვედრა თბილისის დროით 22:30-ზე დაიწყება.

სხვა სტატიები