Belive

ჩემპიონთა ლიგა - დინამო თბილისის 4 პოტენციური მეტოქე ცნობილია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ხვალ UEFA-ს შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა გაიმართება. ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე წელს საქართველოს "დინამო თბილისი" წარადგენს. კახაბერ ცხადაძის გუნდის 4 სავარაუდო მეტოქე პირველ შესარჩევ რაუნდში ცნობილია. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგაზე ახალ სეზონშიც განთესილთა შორის იქნება. შახტიორი სოლიგორსკი (ბელარუსი),  ნეფთჩი ბაქო (აზერბაიჯანი), მაქაბი ჰაიფა (ისრაელი), ტეუტა (ალბანეთი) - ასე გამოიყურება "დინამო თბილისის" პოტენციური მეტოქეების სია. "დინამოსთან" ერთად განთესილები ლუდოგორეცი (ბულგარეთი), შერიფი (მოლდოვა) და ქაირათი (ყაზახეთი) არიან - მათ კი თბილისელები ვერ შეხვდებიან. ჩემპიონთა ლიგის წილისყრა 15 ივნისს, 14:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები