Belive

ჩემპიონთა ლიგა: დინამო თბილისის მეტოქე ცნობილია 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში, ჩემპიონთა ლიგის 2020/21 წლების სეზონის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგა. აქ საქართველოს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი "დინამო თბილისი" წარმოადგენს, რომელიც მეოთხე კალათაში იყო და სადაც 4 სავარაუდო მეტოქე "დინამო ბრესტი", "რიგა", "ტირანა" და “სილექსი" ჰყავდა. წილისყრამ საქართველოს ყველაზე ტიტულოვან კლუბს მეტოქედ ალბანური "ტირანა" არგუნა. "დინამო თბილისი" ერთმატჩიანი დუელის მასპინძელი იქნება და ამრიგად, შეხვედრა "დინამო არენაზე" გაიმართება. ჩემპიონთა ლიგის მეორე და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა მოგვიანებით გაიმართება.

სხვა სტატიები