Belive

ჩემპიონთა ლიგა გრძელდება - ყველანაირი დეტალი გარკვეულია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის წლევანდელი ასპარეზი განსხვავებულ ფორმატში გაგრძელდება - 1/4-ფინალური ეტაპიდან ტურნირს ლისაბონი უმასპინძლებს, მანამდე კი დარჩენილ 1/8-ფინალურ შეხვედრებს გუნდები ისე ჩაატარებენ, როგორც კორონავირუსამდე იყო დაგეგმილი ანუ მასპინძელი გუნდი საკუთარ სტადიონზე ითამაშებს. მადრიდის "რეალი" მანჩესტერ "სიტის" ეწვევა ინგლისში, ისევე როგორც "ჩელსი" და "ლიონი" ეწვევიან გერმანიასა და იტალიას. მიუნხენელებმა "ჩელსი" პირველ შეხვედრაში 3-ბურთიანი უპირატესობით დაამარცხეს, ხოლო ფრანგებმა ტურინელებს 1:0 სძლიეს. იქამდე სანამ უეფა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მიიღებდა საკმაოდ ბევრი ფაქტორი მიმოიხილეს - საქმეში ჩართულნი იყვნენ გუნდები, სამწვრთნელო და საექიმო შტაბებიანად. შეხვედრები დახურულ კარს მიღმა გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის შედეგად შეჩერებული ჩემპიონთა ლიგა 7 აგვისტოდან განახლდება. დღეს, 10 ივლისს ჩატარდა ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა, რომლის შედეგადაც 1/4-ფინალური და ნახევარფინალური წყვილები გამოირკვა.

სხვა სტატიები