Belive

ჩემპიონთა ლიგა: მარგველაშვილის გაძევება, ქართველების დუელში კვეკვესკირმა და წიტაიშვილმა იმარჯვეს

1 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის 2022/23 წლების სეზონი დაიწყო. პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრები 5 ივლისს გაიმართა და მასში მონაწილეობა რამდენიმე ქართველმა ფეხბურთელმაც მიიღო. პოლონეთის მოქმედმა ჩემპიონმა, "ლეხ პოზნანმა" აზერბაიჯანულ "ყარაბახს" - 1:0 სძლია. გამარჯვებული გუნდის სათადარიგოთა შემადგენლობაში იყვნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები, ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი. პირველი მათგანი მოედანზე 79-ე წუთზე გავიდა და გუნდის წინა სეზონის საუკეთესო ბომბარდირი, მიკაელ იშაკი შეცვალა, რაც შეეხება წიტაიშვილს, იგი სათადარიგოთა სკამზე დარჩა. სტუმართა გუნდში სათადარიგოთა სკამზე ლუკა გუგეშაშვილი იჯდა, თუმცა ახალგაზრდა ქართველი მეკარე მოედანზე არ შესულა. საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს, ბაქოში გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.
90'+5 🏁 Koniec meczu. Pierwsza część rywalizacji jest nasza 🔵⚪️ _____ #UCL | #LPOQAR 1:0 Posted by Lech Poznań on სამშაბათი, 05 ივლისი, 2022
  5 ივლისს, ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირზე კიდევ ერთმა ქართველმა ითამაშა. გაგი მარგველაშვილის მაკედონიურმა "შკუპიმ" გიბრალტარის წარმომადგენელი "ლინკოლნი" საშინაო კედლებში - 3:0 დაამარცხა. სკოპიეში გამართულ შეხვედრაში მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო გაგი მარგველაშვილი, თუმცა 25 წლის ცენტრალურმა მცველმა მოედანი ნაადრევად, 54-ე წუთზე დატოვა - "საბურთალოს" ყოფილმა კაპიტანმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო (43-ე და 54-ე წუთებზე) რის გამოც მოედნიდან გააძევეს. გიბრალტარში საპასუხო შეხვედრა 12 ივლისს გაიმართება და თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.  

სხვა სტატიები