Belive

ჩემპიონთა ლიგის დაბრუნების თარიღი ცნობილია

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
17 ივნისს, უეფას შტაბ-ბინაში, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოს ხელმძღვანელებმა კონფერენცია გამართეს, სადაც საკლუბო და სანაკრებო ტურნირების განახლების თარიღი და ფორმატი დაასახელეს. Ჩემპიონთა ლიგა, რომელიც მერვედფინალის მიმდინარეობისას შეწყდა, პორტუგალიაში დასრულდება. 7 აგვისტოს, ოთხი საპასუხო მერვედფინალური მატჩი ტრადიციულად, ორრაუნდიანი დაპირისპირების შესაბამისად, მასპინძელი გუნდის სამშობლოში გაიმართება, რის შემდეგაც ცნობილი გახდება 8 საუკეთესო გუნდი და ისინი გამარჯვებულს თითომატჩიანი პრინციპით უკვე ლისაბონში, ნეიტრალურ არენაზე, რამდენიმე დღეში გამოავლენენ. 12-15 აგვისტოს მეოთხედფინალური, 18-19 აგვისტოს კი ნახევარფინალური შეხვედრები შედგება. რაც შეეხება ფინალს, ის 23 აგვისტოს გაიმართება. შეგახსენებთ, მეოთხედფინალის საგზური უკვე მოიპოვეს "პსჟ-მ", "ატლეტიკომ", "ლაიპციგმა" და "ატალანტამ".

სხვა სტატიები