Belive

ჩემპიონთა ლიგამ კვირის გუნდი დაასახელა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველი მატჩები გაიმართა. 9 აპრილს "ლივერპულმა" 2:0 მოუგო "პორტოს, ხოლო "ტოტენჰემმა" 1:0 დაამარცხა "სიტი". 10 აპრილს კი "ბარსელონამ" სტუმრად 0:1 სძლია "მანჩესტერ იუნაიტედს", ხოლო "აიაქსისა" და "იუვენტუსის" შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ჩემპიონთა ლიგამ საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა. მეკარე: უგო ლორისი (ტოტენჰემი) მცველები: ხორდი ალბა (ბარსელონა), იან ვერტონგენი (ტოტენჰემი), ვირჯილ ვან დაიკი (ლივერპული), ხერარ პიკე (ბარსელონა), ალექსანდრ-არნოლდი (ლივერპული). ნახევარმცველები: სონი (ტოტენჰემი), ნაბი კეიტა (ლივერპული). თავდამსხმელები: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი), დავიდ ნერეში (აიაქსი), რობერტო ფირმინო (ლივერპული).

სხვა სტატიები