Belive

ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში ბარსელონას პოტენციური მეტოქეები ცნობილია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
გუშინ, 12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშები გაიმართა და 1/8-ფინალისთვის "ბარსელონას" ყველა პოტენციური მეტოქე გაირკვა. კატალონიური კლუბი F ჯგუფში პირველ ადგილზე 14 ქულით გავიდა, შესაბამისად პლეი-ოფში მათ შედარებით "სუსტი" გუნდები შეხვდება ვიდრე მეორე ადგილზე გასულ კლუბებს. გთავაზობთ "ბარსელონას" 5 პოტენციურ მეტოქეს, საიდანაც ერთ-ერთი ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში დაუპირისპირდება: "ტოტენჰემი" (ინგლისი); "ნაპოლი" (იტალია); "ატალანტა" (იტალია); "ჩელსი" (ინგლისი); "ლიონი" (საფრანგეთი). წილისყრა ორშაბათს, 16 დეკემბერს, თბილისის დროით 15:00 საათზე გაიმართება.  

სხვა სტატიები