Belive

ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის მატჩებში საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალური ეტაპის პირველ შეხვედრებში საკმაოდ საინტერესო სტატისტიკა დაფიქსირდა. განმეორებითი მატჩების წინ, შეიძლება ითქვას რომ სოლიდური უპირატესობა მხოლოდ "ტოტენჰემმა" და "ატლეტიკომ" მოიპოვეს. აღსანიშნავია რომ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე გამართული 8 დაპირისპირებიდან - 7 მატჩის პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა. ერთადერთი გამონაკლისი "შალკე" "მანჩესტერ სიტის" დაპირისპირებაა, რომლის პირველი ტაიმიც გელზენკირხენული გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა. "მანჩესტერ იუნაიტედი" 0:2 "პსჟ" (0:0) "რომა" 2:1 "პორტო" (0:0) "ტოტენჰემი" 3:0 "დორტმუნდი" (0:0) "აიაქსი" 1:2 "რეალი" (0:0) "ლიონი" 0:0 "ბარსელონა" (0:0) "ლივერპული" 0:0 "ბაიერნი" (0:0) "შალკე" 2:3 "მანჩესტერ სიტი" (2:1) "ატლეტიკო" 2:0 "იუვენტუსი" (0:0)

სხვა სტატიები